ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
შერატონის რენოვაციის პირველი ტენდერი ელიტა ბურჯმა მოიგო
ნინო შუბითიძე
26 თებერვალი, 2016, 19:43
შერატონის რენოვაციის პირველი ტენდერი ელიტა ბურჯმა მოიგო

თბილისი (GBC) -  თბილისის ძველ უბანში, SHERATON-ის რენოვაციის პროექტის კონტრაქტორების ტენდერში, რამდენიმე ლოტის (ინტერიერი, ვენტილაცია, კომუნიკაცია, ოთახები განლაგება-მოწყობა)  გამარჯვებული  4  კვირაში გახდება ცნობილი. Short list-ში 5 კომპანიაა.

ამ დროისთვის სამუშაოებს მხოლოდ 1 კომპანია  ასრულებს,  პირველი, $3,985 მილიონიანი ლოტის (ფასადი, მოსამზადებელი სამუშაოები) გამარჯვებული, ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული „ ელიტა ბურჯია“ , რომელიც ობიექტის მესაკუთრის „რას ალ ხაიმა ინვესტმენტის" (RAKIA) ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერით შეირჩა.

RAKIA -ში განაცხადეს, რომ  შეთავაზებული ფასის გარდა, "ელიტა ბურჯის" გამარჯვება  მაღალმა ტექნოლოგიებმაც განაპირობა, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში, თუმცა  კონკურსანტები ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას.

მათ, კონკურენტის გამარჯვებაზე  GBC-სგან შეიტყეს. დამარცხების თაობაზე  დამკვეთს არ უცნობებია არც ოფიციალური წერილით და არც სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

კონტრაქტების შერჩევას RAKIA-ს დაქირავებული AICOM-ი უზრუნველყოფს და  ყველა ლოტზე  ტენდერსაც  ის კურირებს.

კონკურსში მონაწილე კომპანიები სატენდერო  პაკეტის  გაუმართაობაზეც  აცხადებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტს არც უახლოვდება, რადგან  მარტივი  ვალდებულებებიც არ იყო გამიჯნული, მათ შორის სატენდერო შეთავაზებაში პროექტის ნაცვლად წარმოდგენილი იყო ნახატი, რომლის განფასება თითქმის შეუძლებელია და მსგავსი მიდგომა  საერთაშორისო პრაქტიკაში არ ფიქსირდება.

90-იან წლებში აშენებელი „შერატონ მეტეხი პალასის“ რენოვაციის პროექტის მთლიანი ბიუჯეტი   $40 მილიონია, RAKIA-ს ძველი მენეჯმენტის მომზადებული $25 მილიონის ნაცვლად.

პროექტის გაფართოებაზე განაცხადა  გიორგი გეგეჭკორმა,  რომელიც კომპანიის  დირექტორია 2015 წლის აგვისტოდან. ოცნების ექს -სპიკერი აღნიშნავს, რომ  შერატონმა განახლებული სასტუმროსთვის SHERATON GRAND -ის მინიჭება გადაწყვიტა და ის თბილისში  ერთადერთი  სასტუმრო იქნება ინოვაციური და ყველაზე მასშტაბური BALL ROOM-ით (1 000 მ²), სადაც მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობაა შესაძლებელი.

„შერატონ მეტეხი პალასი" არაბულმა „რაკიამ" 2007 წელს, $67,5 მილიონად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე შეიძინა. საწყისი ფასი  25 მლნ დოლარი იყო და აუქციონში 7კომპანია მონაწილეობდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები