| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - პროკრედიტი მიკრობაზრიდან გადის.
2015 წელს $21 მილიონიანი პორტფელის (მისი პორტფელის 5,2%) თიბისისთვის მიყიდვის შემდეგ, მიკრობიზნეს პორტფელი თანდათან მცირდება და ამ დროისთვის 5%-მდეა.
სამიზნე ჯგუფიდან მიკროს ამოვარდნა პრიორიტეტების შეცვლას უკავშირდება, არჩევანი მცირე ბიზნესზე (დაკრედიტება $30 000-დან) გაკეთდა, რომლის დაფინანსებაც რეალურად ბიზნესის განვითარებას ემსახურება და არა სამომხმარებლო საჭიროებებს, რაც მიკროს ახასიათებს.
მენეჯმენტმა, სწორად განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ 2015 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
921 მლნ-ის საკრედიტო პორტფელით, კლიენტთა 669 მლნ-ის სახსრებით და 29 მლნ ლარის მოგებით (IFRS-ს სტანდარტით), 2015 წელს მენეჯმენტი წარმატებულად აფასებს.
წელს ბანკის მიზანია გახდეს ე.წ. house bank-ი ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირებისათვის, რომლებთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
პრიორიტეტი მომსახურების სივრცის 24/7-ის განვითარებაზე გაკეთდება, ასევე ინვესტირებაზე კადრების ტრენინგებში, პროფესიულთან ერთად ინგლისური ენის სწავლებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss