| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „კასტელი“ წელს წარმოების 35%-ით გაზრდას გეგმავს.
ამის შესახებ GBC-ს კომპანიის მფლობელმა თემურ ჭყონამ განუცხადა.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ლუდის მოხმარების ზრდისთვის არამხოლოდ აქციზის შემცირება, არამედ მოთხოვნის სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო.
„მე ახალი ვარ ამ ბიზნესში, მაგრამ მგონია, წლების განმავლობაში ლუდის არასწორი რეკლამირება ხდება. რატომღაც ლუდის დალევა მხოლოდ მამაკაცებთან და ბახუსთან არის დაკავშირებული, არადა ეს სასმელი სხვა ქვეყნებში პოპულარულია ქალბატონებშიც და სულაც არ არის მისი დალევისთვის საჭირო მხოლოდ ნაბახუსევზე ყოფნა და ხინკალი. საჭიროა სწორი რეკლამირება და ახალ სეგმენტზე გასვლა“, - ამბობს ჭყონია.
ლუდის წარმოება და გაზრდილი აქციზი სამშაბათს, პრემიერთან გამართული შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.
ის, რომ საქართველოში ლუდზე აქციზი განსაკუთრებით მაღალია ბიზნესმა გიორგი კვირკაშვილს კიდევ ერთხელ შეახსენა. მათ აქციზის შემცირების მოლოდინი აქვთ.
„ცოტა ხნის წინ პრემიერი ჩეხეთში იყო, სადაც, შედარებისთვის, ლუდზე აქციზი 15 ევროცენტია, მაშინ როდესაც საქართველოში 25 ევროცენტი. იქ მოხმარება წელიწადში 1 სულ მოსახლეზე 140 ლიტრია, ჩვენთან 40 ლიტრი“, - აღნიშნავს ჭყონია.
მისი თქმით, პრემიერისგან მიიღეს დაპირება , რომ ლუდის პოპულარიზაციის მასშტაბურ ღონისძიებებში სახელმწიფოც ჩაერთვება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss