| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ლიბერთის აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებებია, რამდენიმე ინსტიტუციონალური ინვესტორი ბანკიდან გავიდა.
ცვლილება ბანკის ბოლოს შეთავაზების ფარგლებში განხორციელდა, 18,7 მლნ ლარის 1 მლრდ-ზე მეტი აქციაა გამოსყიდული (1 აქცია -0,0179 ლარი). სულ ბანკის მენეჯმენტმა აქციების 19%-მდე გამოისყიდა.
თითოეული აქციის გამოსყიდვის ფასი IFRS ანგარიშგებით (საერთაშორისო მეთოდოლოგიით) საბალანსო ღირებულების ≈75%-ია (01.10.15 მდგომარეობით).
2015 Q4 ანგარიშის თანახმად, აქციების 17,65 % სახაზინო აქციებია (ბანკის მიერ საკუთარი განთავსებული აქციები), 25.6%-დან 12,47%-მდე შემცირდა ინსტიტუციონალური ინვესტორების წილი, „ლიბერთი ჰოლდინგი ჯორჯიას“ წილი 58,18%-ია, მესამე კვარტალის მონაცემებში 61,18% ფიქსირდებოდა. კიდევ 11,7% კერძო პირებზე მოდის, წინა კვარტალში მათ 13,22% ეკავათ.
სულ იურიდიულ პირებს 74,7% უკავია, დანარჩენი კერძო პირებს.
ვინ შეიძინა აქციები ბანკში არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ მეოთხე კვარტალის მონაცემები აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებებს სრულად არ ასახავს, რადგანაც აქციების გამოსყიდვა თებერვალშიც გაგრძელდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss