ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე:  ბაზარზე არის ლარის გამყარების წინაპირობები
20 მაისი, 2016, 13:00
კობა გვენეტაძე:  ბაზარზე არის ლარის გამყარების წინაპირობები

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გამყარებას ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირებს და არსებულ წინაპირობებზე აღნიშნავს.

ამ საკითხზე კობა გვენეტაძემ „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

ქვეყნის მთავარმა ბანკირმა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე და პოზიტიურ მოლოდინებზე გააკეთა აქცენტი.

მისი თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარით არის გაუმჯობესებული, იმპორტის კლება გრძელდება (C ჰეპატიტის პროგრამის გარეშე), ექსპორტის კლების ტემპი კი შემცირებულია. ამასთან, ვალუტის გაცვლით კურსზე პირდაპირ აისახება მოლოდინები, რაც ამჟამად გაუმჯობესებულია.

კობა გვენეტაძემ  კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსი ღია და პატარა ეკონომიკის ქვეყნისთვის ყველაზე ოპტიმალურია მცურავი გაცვლითი კურსი, რომლის მეშვეობით ხდება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შოკების ეფექტიანი შეწოვა, ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის მდგრადი ზრდა.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს კარგი პერიოდია სავალუტო რეზერვების გაზრდისთვის, რაც კარგი იქნება ქვეყნისათვის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები