ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისს უმდიდრესი ყაზახი ბიზნესმენები სტუმრობენ
5 ივნისი, 2016, 22:33
თბილისს უმდიდრესი ყაზახი ბიზნესმენები სტუმრობენ

თბილისი (GBC) - FORBES GEORGIA-სა და FORBES KAZAKHSTAN-ის ორგანიზებით, 6 ივნისს, თბილისი  ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს მასპინძლობს.

თბილისს უმდიდრესი ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან. 30 კაციან დელეგაციაში  RESMI Group-ის, Astana Group-ის, Kaspi Bank-ის, BI Group-ის, TS Engineering-ისა და სხვა მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები არიან, რომელთან ჯამური ქონება რამდენიმე მილიარდს აღწევს.

Forbes Georgia-ს აქციონერსა და Forbes Kazakhstan-ის მფლობელს, არმანჟან ბაიტასოვის ინიცირებული ფორუმის მიზანი  საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო იმიჯის შექმნაა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ყაზახური ინვეტიციების საქართველოში შემოსვლას.

ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა დარგებიდან. გაიმართება შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან.

“ეს იქნება წარმატებული ადამიანების საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება ბევრი ბიზნესგადაწყვეტილებითა და კონტრაქტით”, – ამბობს Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე Forbes-სთან საუბრისას.  

ყაზახი ინვესტორების მაქსიმალურად ინფორმირებისთვის, ბიზნესფორუმის ფორმატი მოიცავს გამოფენას, პლენარულ სხდომებსა და საქმიან შეხვედრებსა.  პლენარული სხდომებისა და საქმიანი შეხვედრების ფორმატებზე განიხილავენ სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მოდელის შექმნის საკითხს, რომელიც ასე გამოიყურება: “ინვესტორი + პროექტი + მთავრობა”.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები