ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის  წევრად აირჩიეს
1 ივლისი, 2016, 14:24

თბილისი (GBC) - 2016 წლის 1 ივლისს, ქ. კიოტოში საქართველოს სახელით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი არჩეულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრად.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას, როგორც ასოცირებული წევრი საქართველო მიუერთდა 2016 წლის 14 ივნისს. პლატფორმის მიზანია, ფისკალურ საქმეთა კომიტეტში ქვეყნების თანამშრომლობა თანასწორუფლებიან საფუძველზე BEPS-ის  პაკეტის იმპლემენტაციისათვის.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ფისკალურ საქმეთა კომიტეტის ბიუროს წევრები (12 ქვეყნის წარმომადგენელი) და BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის  ასოცირებული წევრები (8 ქვეყნის წარმომადგენელი).

BEPS-ის პროექტი შემუშავებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ, დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო დაბეგვრის წესების გასაახლებლად.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები