| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – შემოდგომიდან თბილისს კომპანია MAN-ის ავტობუსები მოემსახურება.
როგორც GBC-ის ტენდერში ჩართულმა წყარომ განუცხადა, სწორედ გერმანული კომპანია შეირჩა ტენდერის გამარჯვებულად.
თავად "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" (EBRD) გამარჯვებულს არ ასახელებენ, ამბობენ, რომ პროცესი ბოლო ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმებას ელიან.
MAN-ს მეორე ეტაპზე კონკურენციას IVECO და Solaris-ი უწევდა.
MAN-ის ავტობუსები სრულად CNG საწვავზე იმუშავებს, ისინი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია MAN-ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოიყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.
აღსანიშნავია, რომ ტენდერში თავდაპირველად 7 კომპანიამ წარადგინა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე 3 შეირჩა. ცოტა ხნის წინ, თბილისის მერის მოადგილემ მედიას განუცხადა, რომ დასრულებულია შეფასებები და შედეგები ევრობანკს წარედგინა.
„ველოდებით დასტურს ბანკისგან, რომ შეფასებების შედეგები გამოქვეყნდეს, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ, აღნიშნა, რომ შესყიდვის პროცედურა სრულად EBRD-ის წესებით მიმდინარეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss