| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Alliance Group-ი აჭარაში მორიგი პროექტის განხორციელებას იწყებს. ინვესტორი კურორტ „გოდერძზე“ სასტუმროს ააშენებს.
დასასვენებელი კომპლექს „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ კვირას ჩაეყარა საფუძველი.
"ეს არის პირველი დიდი საინვესტიციო პროექტი გოდერძზე. დარწმუნებული ვარ კურორტის განვითარების შესაძლებლობა კიდევ არაერთ ინვესტორს დააინტერესებს და აქ ჩვენ უახლოეს მომავალში ძალიან მაღალი დონის, კიდევ უფრო განვითარებულ ინფრასტრუქტურას მივიღებთ. კურორტზე ამ ეტაპზე 1 სასტუმრო ,7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. Alliance Group-ის მშენებლობაზე 100 ადგილობრივი დასაქმდება, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია", განაცხადა ცერემონიაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.
100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.
კომპლექსში საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ Alliance Group-ი ბათუმში Courtyard Marriott-ის ბრენდის ქვეშ სასტუმროს აშენებს, რომელიც ALLIANCE PALACE-ში განთავსდება
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss