ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის მქონე სტუდენტებს  საქართველოს ბანკი შეღავათიანი  სესხით დააფინანსებს
4 ივლისი, 2016, 18:35
განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის მქონე სტუდენტებს  საქართველოს ბანკი შეღავათიანი  სესხით დააფინანსებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის შედეგად ნაწილობრივი გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს ექსკლუზიურად, შეღავათიანი სტუდენტური სესხით სარგებლობის საშუალება მიეცემათ.

ბანკის ცნობით, სესხის მიზნობრიობა შესაძლებელია იყოს როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებელი ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსება.

სესხის თანხა: 1000 აშშ დოლარიდან ზემოთ, სესხის ვალუტა: USD; EUR; GBP; სესხის ვადა - მაქსიმუმ 72 თვე, აქედან, საშეღავათო პერიოდია სწავლის პერიოდს დამატებული 3 თვე, მაქსიმუმ 27 თვე.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016-2017  სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მანძილზე ჯამში, 300-მდე აპლიკანტი დაფიქსირდა.

2016-2017 სასწავლო წლისათვის  სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები: აგრარული მეცნიერებანი, განათლება, ინჟინერია, მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, სამართალი, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი.

კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. მესამე ეტაპი - გასაუბრება.

სწორედ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან შედგება აღნიშნული შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცენტრის წარმომადგენლები ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს.

შეგახსენებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2016 წლებში 200-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცდა სასწავლო სტიპენდია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები