| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „მთავარი მიზანი უნდა იყოს ქვეყნიდან გამქრალი დოლარის შემობრუნება და არა დედოლარიზაცია“, - ნაციონალური მოძრაობის მთავარი ფინანსისტი, სებ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს.
რომან გოცირიძე სებ-ის ბოლო ნაბიჯებს მომაკვდინებელი 4 ბომბის კვალიფიკაციას აძლევს - ეს იყო ლარში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის შემცირება, უცხოურ ვალუტაში კი გაზრდა, რამაც ბანკებს პასიურობის მოტივაცია გაუჩინა, შეამცირა სავალუტო ანაბრის სარგებელიც.
რომან გოცირიძე შექნილი მდგომარეობის გამო მთავრობის და სებ-ის თანაბარ პასუხისმგებლობას აყენებს.
მთავრობას, ეკონომიკის სტაგნაციის და დეფიციტური ბიუჯეტის, ასევე ლარის 1,8 ნიშნულამდე მოსალოდნელ გამყარებაზე ხალხის მოტყუებისთვის. ეროვნულ ბანკს კი ანტიდოლარიზაციის კამპანიის გამო.
რომან გოცირიძემ 15 წლის სტატისტიკა მოიხმო, დოლარიზაციის მხოლოდ 15%-ის შემცირების, ლარიზაციის უპერსპექტივობის დასტურად.
გოცირიძე ასევე აპროტესტებს ლარის ტრენდის ფორმირებაში მოსახლეობის ბრალეულობას, თურმე როგორ არასწორად იქცევა ის მოქალაქე, რომელიც ფულს ახურდავებს შეუსაბამო დროს.
მოქალაქის ქცევა კი რეალურად ადექვატურია, ამით აზღვევს მონატარული და ფისკალური ხელისუფლების მოსალოდნელ შეცდომებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss