ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GIG-ი თბოსადგურის მშენებლობას ახალ ლოკაციაზე იწყებს
26 ივლისი, 2016, 22:53
GIG-ი  თბოსადგურის მშენებლობას ახალ ლოკაციაზე იწყებს

თბილისი (GBC) - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურის მშენებლობას ახალ ლოკაციაზე დაიწყებს. ობიექტის დადგმული სიმძლავრე 150 – 300 მვტ -ია.

შესაბამისი შეთანხმება მთავრობის  დადგენილების საფუძველზე  უკვე გაფორმდა. პროექტს ჯგუფის შვილობილი შპს „ტყიბული 150“ განახორციელებს. 

კომპანიის ცნობით,  უკვე მიმდინარეობს რიგი მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არის შეთანხმებული.   მშენებლობის დაწყება დაგეგმილია   2016 წლის 30 სექტემბერს.

ქვანახშირზე მომუშავე  თბოსადგურის მშენებლობის ალტერნატიულ ლოკაციაზე დაწყება, მას შემდეგ გადაწყდა რაც  კომპანიამ  გაითვალისწინა ჩატარებული გეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევების შედეგები. მიღებული დასკვნის საფუძველზე  მიზანშეწონილად ჩაითვალა თბოსადგურის, რომლის მშენებლობაც თავდაპირველად ტყიბულში იგეგმებოდა,  გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენება.

 მნიშვნელოვანია რომ , ახალი ენერგეტიკული ობიექტი  ტყიბულში მოპოვებულ ქვანახშირზე იმუშავებს.  

  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები