ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
APM Terminals: ყველასთვის გასაგებია, რომ ტვირთნაკადი მეტია იქ, სადაც გადაადგილება ხდება კონკურენტუნარიანი სისწრაფით
2 სექტემბერი, 2016, 16:46
APM Terminals: ყველასთვის გასაგებია, რომ ტვირთნაკადი მეტია იქ, სადაც გადაადგილება ხდება კონკურენტუნარიანი სისწრაფით

თბილისი (GBC) - ფოთის საზღვაო ნავსადგურში  უკრაინიდან ტვირთების გაზრდილ  ნაკადზე აცხადებენ.

პორტის მფლობელის APM Terminals Poti-ს ცნობით, ამ დროისათვის უკრაინიდან თვეში 8-10 ბორანს (უკრაინული, ბულგარული) იღებენ და საშუალოდ ყოველთვიურად 30 000 ტონა ტვირთის გადამუშავება ხდება.

პორტის საერთო ტვირთბრუნვის- 6,8 მილიონი ტონის 2% სწორედ, ბორანით შემოტანილ ტვირთებზე მოდის.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ფოთისა და ბათუმის პორტებში მომავალ თვეში 24 ბორანის გამოგზავნა მოხდება.  ამ გზით უკრაინა რუსეთის გვერდის ავლით, აზიის ბაზართან წვდომის შენარჩუნებას   ცდილობს.

ფოთის პორტში კი, საბორნე მომსახურებაზე  სტაბილურობის შენარჩუნებას ელიან.

„ბორანის შემოსვლისას საქართველოში, შეფერხებების თავიდან აცილებისა და ეფექტიანი  ოპერაციების უზრუნველყოფის მიზნით, ერთმანეთთან მჭიდროდ და მუდმივად თანამშრომლობენ  გემის ოპერატორები, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს რკინიგზა, ფოთის საზღვაო ნავსადგური და ასევე გემის ადგილობრივი აგენტები“, - აცხადებს ნავსადგურის ადმინისტრაცია და მიიჩნევს, რომ  დერეფანი მომავალშიც შეინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას.

„ორგანიზაციებისთვის გასაგებია ის, რომ ტვირთნაკადი მეტია იქ, სადაც მათი გადაადგილება ხდება შედარებით ეფექტიანად და  კონკურენტუნარიანი სისწრაფით. პარტნიორები საქართველოში ცდილობენ ზემოთ აღნიშნულის მიღწევას და იმედი აქვთ, რომ დერეფნის საშუალებით ტვირთის მოცულობა მომავალში გაიზრდება“, - განუცხადეს GBC-ს ფოთის საზღვაო ნავსადგურში.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები