ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბექა გონაშვილი: მეცხვარეობის დარგში მძიმე, კატასტროფული ვითარებაა
5 სექტემბერი, 2016, 19:18
ბექა გონაშვილი: მეცხვარეობის დარგში მძიმე, კატასტროფული ვითარებაა

თბილისი (GBC) – დღეს მივაღწიეთ იმას, რასაც 3 წლის განმავლობაში ამაოდ ვითხოვდით, გვქონდა შეხვედრა ყველა იმ უწყების მონაწილეობით,  ვისი ჩართულობაც აუცილებელია მეცხვარეობის დარგში არსებული პრობლემების დასაძლევად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ბექა გონაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე დარგში არსებულ მძიმე, კატასტროფულ ვითარებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიაწოდა და მხარდაჭერის დაპირებაც მიიღო.

დარგის ერთ-ერთი, უმთავრესი პრობლემა რეალიზაციაა. მეცხვარეებს დახმარება მათი პროდუქციის პოპულარიზებაშიც სჭირდებათ. 

„დღემდე, ცხვრის წლევანდელი ნამატის 10%-იც არ არის რეალიზებული, იმ დროს როდესაც წინა წლებში ექსპორტზე 100 000 სული ცხვარი იყო უკვე გაყვანილი“, - აღნიშნა GBC-სთან საუბრისას გონაშვილმა.

ქართული ცხვრის რეალიზაციის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი დაბალფასიანი რუსული და სომხური ცხვრის რეექსპორტი და ქართული ცხვრის მაღალი საექსპორტო ფასია. ფასის ასეთი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში რიგ ანალიზებზე არაადეკვატური ფასი სახელდება.

„უცხოეთის ქვეყნების უმეტესობა სომხეთს არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევს და ისინი სარგებლობენ   საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო ექსპორტიორის სახელით. იქ ცხვრის მოვლა-მოშენება გაცილებით იაფი ჯდება, მაგალითად, არ არის მიწის გადასახადი, რაც ჩვენთან არის დაწესებული“, - აღნიშნავს გონაშვილი, ამბობს, რომ მიიღეს დაპირება სომხური და რუსული ცხვრის ქართულის სახელით ექსპორტზე გაყვანა აღარ მოხდება.

კიდევ  ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა რაც ქართველ მეცხვარეებს აქვთ გადასარეკი ტრასების დემარკაციაა.

„შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად გაიმართება შეხვედრა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს გადასარეკი ტრასების საკითხზე, მოხდება დემარკაცია. დღეს არის 100-მდე გადაფარვა. რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო იყოს მიწის გამოსყიდვა თუ ჩანაცვლება“, - ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ის შეხვედრას პოზიტიურად აფასებს, თუმცა  საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების გადასაჭრელად ბრძოლის გაგრძელებაზეც აცხადებს. 

შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა მეცხვარეებს ცხვრისა და მატყლის რეალიზაციისთვის გაერთიანებაც შესთავაზა და ასეთ გაერთიანებებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„ვისაუბრეთ ცხვრის რეექსპორტსა და ცხვრის ექსპორტის ხელშეწყობაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა. ასევე ვისაუბრეთ მატყლის შეგროვების წერტილებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მონდომებით, ერთობლივი მუშაობით, ჩვენ ამ საკითხებს, აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა  პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიმართა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები