| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “სსფ მიესალმება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ბოლოდროინდელ ზრდას და იმავდროულად ადგილობრივ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის პროცესს”, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ჟურნალ Forbes-თან საუბრისას.
გავლენიანი ფონდის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2014 წლის მეორე ნახევრიდან საქართველო არაერთი საგარეო შოკის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, ქვეყნის ეროვნული ბანკის პასუხი კი, შოკებზე ადეკვატური იყო.
„საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხი შოკებზე ადეკვატური იყო. სებ-მა გაცვლით კურსს საშუალება მისცა ექსპორტსა და ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლის გარეშე უზრუნველეყო საგარეო შოკის შეწოვა და იმავდროულად შეინარჩუნა საერთაშორისო რეზერვები. ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი, რათა ინფლაცია 5%–იანი სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში შეენარჩუნებინა 2015 წლის მანძილზე. გაუფასურების მიუხედავად, კომერციული ბანკები ჯერჯერობით კარგად ართმევენ თავს არსებულ სიტუაციას. ეს, გარკვეულწილად, მიუთითებს სებ-ის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე და უნარზე, არ დაუშვას ბანკების მხრიდან ჭარბი რისკის აღება", -აღნიშნავს მერსედეს ვერა მარტინი.
ამასთან თვილის რომ მისასალმებელია სებ-ისა და მთავრობის თანამშრომლობა დედოლარიზაციის ყოვლისმომცველ სტრატეგიასთან დაკავშირებით.
სსფ-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ დოლარიზაცია, რომელიც გულისხმობს ფინანსურ სისტემასა და ზოგადად ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ფართო გამოყენებას, ზრდის ეკონომიკის მოწყვლადობას გაცვლითი კურსის მოძრაობის მიმართ და ის ასევე ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს.
„სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ მაკროეკონომკური სტაბილურობა (მათ შორის დაბალი და სტაბილური ინფლაციის დონე) და გაცვლითი კურსის მოქნილობა ეხმარება ეკონომიკას წარმატებულ დედოლარიზაციაში. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური შედეგები (performance) იმედის მომცემია და ინფლაციის თარგეტირების წარმატებულმა რეჟიმმა თავისი როლი უნდა ითამაშოს დოლარში დაზოგვისა და სესხების მიმზიდველობის შემცირებაში. გაცვლითი კურსის მოქნილობა ნაკლებად მიმზიდველს ხდის უცხოურ ვალუტაში სესხებას და/ან გასესხებას. სსფ მიესალმება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ბოლოდროინდელ ზრდას და იმავდროულად ადგილობრივ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის პროცესს“, - აღნიშნავს მარტინი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss