ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რამაზ კუკულაძე Societe Generale-ს ევროპულ ბანკში გადაინაცვლებს
 ნინო შუბითიძე
19 სექტემბერი, 2016, 14:38
რამაზ კუკულაძე Societe Generale-ს ევროპულ ბანკში გადაინაცვლებს

თბილისი (GBC) –   "რესპუბლიკას" გენერალური დირექტორის მოადგილე რამაზ კუკულაძე ფრანგულ ჯგუფში რჩება. 

შეთავაზება  ტოპ-მენეჯერმა  Societe Generale -სგან მიიღო, რაც  უპრეცედენტო შემთხვევაა  უმსხვილესი საბანკო ჯგუფის ისტორიაში, რომელიც 5 კონტინენტზეა წარმოდგენილი.   

ბანკირი „რესპუბლიკას“  2011 წლიდან  მართავს და ბანკის სტრატეგიული მიზანიც- 2015 წლისთვის „საქართველოში ყველაზე სასურველი ბანკი" გამხდარიყო, იმ დროისთვის  განისაზღვრა.

სებ-ის სტატისტიკით, ბანკი წლების განმავლობაში მომგებიანობის  ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს (ROA: ROE) სტაბილურად ინარჩუნებს.

როგორც იცით,  „ბაზისბანკთან“ შერწყმაზე  მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე, თიბისის მიერ ამ აქტივის შეძენის  გადაწყვეტილებაზე გახდა ცნობილი.

ბანკის  დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა, რომლის  წარმატებული გარიგებაა  2006 წელს საქართველოს ბაზარზე Societe-ს შემოყვანა, მაესტროზე („ბიზნესკონტაქტი) განაცხადა, რომ ამას წინ ვერ აღვუდგებით.

მსოფლიო საბანკო რუქაზე ვექტორები 2008 წელს შეიცვალა და საქართველოდან ჯგუფის გასვლაც  გლობალური სტრატეგიის ნაწილია.

თუმცა  მარეგულირებელმა   უნდა იზრუნოს  უმსხვილესი საბანკო ჯგუფებისთვის დერეფნის მოწყობაზე.  უნდა იმუშაოს რომ  ბაზარზე გაჩნდეს ასეთივე მოთამაშეები.

ლაშა პაპაშვილი უახლოეს მომავალში ბაზარზე  ცვლილებებს არ ელის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები