ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ნავთობკომპანიების და კონკურენციის სააგენტოს 55 მილიონიანი დავა შესაძლოა მორიგებით დასრულდეს 
მარიამ მინაძე
20 სექტემბერი, 2016, 16:32
ნავთობკომპანიების და კონკურენციის სააგენტოს 55 მილიონიანი დავა შესაძლოა მორიგებით დასრულდეს 

თბილისი (GBC) – „ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებულ ჯარიმაზე მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ფხაკაძის განცხადებითვე, ასეთი ტიპის დავები სასამართლოში დიდი ხანის განმავლობაში ჭიანურდება და შესაბამისად, ორივე მხარისთვის უმჯობესია შეთანხმება დროულად შედგეს.

ამასთან, ფხაკაძე იმასაც აღნიშნავს, რომ საჭიროა ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე  შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ საუბარია კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, 2015 წლის ივლისში დაწესებულ 55 მლნ ლარიან ჯარიმაზე.

სააგენტომ ბაზრის კვლევის შემდეგ განაცხადა, რომ 2008-2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის კანონი, ხდებოდა იმპორტისთვის ხელოვნური ბარიერების დაწესება, იზღუდებოდა წარმოება და წესდებოდა შეთანხმებული ფასი.

ამ ეტაპზე, კომპანიათა უმეტესობისთვის საქმის განხილვა ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მიმდინარეობს, გამონაკლისია  „სოკარი", რომელიც პირველ ინსტანციაში გამტყუნდა და ახლა, 14 მილიონიანი ჯარიმის გაუქმებაზე დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს. პროცესი 21 სექტემბერს იწყება,  კომპანიის უფლებებს საერთაშორისო საადვოკატო კომპანია DLA Piper იცავს. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები