| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - განათლება ყველასთვის და ყველა სფეროში მნიშვნელოვანია - ამ აქსიომის ერთგული JTI Caucasus-ის და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებმა 2 თვიანი ტრენინგი გაიარეს.
ბეჭდური, თუ ტელე-მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო მართვის სფეროებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების და ოფიციალური პირების ლექციები მოისმინეს.
„განათლება ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მედიისთვის, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში, მათთვის ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებით, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ტრენინგის მხარდაჭერა“, - აღნიშნავს JTI-ს წარმომადგენელი ოვიდიო ჩერნეი, ამბობს, რომ მომავალშიც იგეგმება ტრენინგების მხარდაჭერის გაგრძელება მათ შორის, საჯარო მოხელეებისა და ჟურნალისტებისთვისაც.
ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამის მიზანი იყო ხელი შეეწყო მასმედიის წარმომადგენლების ეფექტურობისა და ცოდნის გაღრმავებისთვის.
ორთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელმა 14-მა ახალგაზრდა ჟურნალისტმა გაიუმჯობესა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა და ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, მასმედია და პოლიტიკური კომუნიკაცია და პოლიტიკური იდეოლოგიები.
აღნიშნული სასწავლო პროგრამა უკვე მეხუთე პროექტი იყო, რომელიც ფონდმა კომპანია JTI Caucasus-სთან თანამშრომლობითა და ფინანსური ხელშეწყობით განახორციელა. წინა წლებში, ამავე კომპანიის ხელშეწყობით უკვე განხორციელდა ტრენინგები ჟურნალისტებისთვის, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულების წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებისთვის.
ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი აღნიშნავს, რომ ეს ტრენინგები ახალგაზრდებს აძლევს ცოდნას საჯარო პოლიტიკის სახვადასხვა თემებზე, რომელიც ძალიან ფართოა.
„ვფიქრობ, ეს ტრენინგები უფრო განათლებულ, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ახალგაზრდების წრის შეკვრას უწყობს ხელს “, - ამბობს GFSIS-ის პრეზიდენტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss