ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 
21 სექტემბერი, 2016, 10:41
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 

თბილისი (GBC) -„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით,  სამგორის რაიონში,  გახოკიძის ქუჩა N163-თან, სამგორის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე, წყალსადენის 500 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 21 სექტემბერს, 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის I, II, III მიკრორაიონებს.

კომპანიის ცნობით, გათიშვის არეალში არსებული ყველა სასწავლო დაწესებულება, ცისტერნების მეშვეობით, წყალით უწყვეტად მარაგდება. 

წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  15:00 საათიდან სრულად აღდგება.

წყლის შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკის, ვებგვერდისა და ონლაინ ჩათის მეშვეობით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების მოკლე დროში დაასრულოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები