| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი დელეგაცის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში დასრულდა.
პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ განვითარების მიზნით სამუშაო შეხვედრები გაიმართა ესტონეთის მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
სხვადასხვა შეხვედრაზე მხარეებმა სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და რეგულირებასთან დაკავშირებით, ესტონეთის გამოცდილებაზე, სტარტაპ ბიზნესების გლობალურ ბაზაზე პოპულარიზაციასა და სტარტაპების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.
შემუშავდა სამუშაო ფორმატი გამოცდილების გაცვლისა და გაზიარების მიზნით.
დაიგეგმა ესტონეთის მსხვილი სტარტაპ-აქსელერატორი კომპანიების ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მსოფლიოში ცნობილი აქსელერატორები „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებს ტრენინგებს და სემინარებს ჩაუტარებენ.
პერსპექტიულ სტარტაპებს კი უცხოელ ინვესტორებთან წარსადგენად მოამზადებენ. ესტონეთში საქმიანი ვიზიტის დროს ასევე დაიწყო მოლაპარაკებები ერთობლივი სტარტაპ-ფონდების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ესტონეთი ინოვაციების განვითარების ტემპის მიხედვით მსოფლიოში მზარდი ლიდერი გახდა, ამიტომ შეხვედრებზე ძირითადი აქცენტები „სტარტაპ“ ბიზნესის ინფრასტრუქტურის, განათლების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მთავრობის მიდგომებისა და სტარტაპ კონცეფციების დაგეგმვის საკითხებზე გაკეთდა.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss