| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - განმუხურში სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა დღეს იწყება, - განაცხადა ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში მედიასთან შეხვედრისას.
“აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი. უკანა ზოლი არ არის გამწვანებული. გამიჩნდა იდეა, იქ ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა, რეკრეაციული ზონაა და კოლხური ჯიშის ბევრ მცენარეს გადავარჩენთ, რაც გადაშენების პირასაა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანთ უნიკალურ მცენარეებსაც და კარგი ბოტანიკური ბაღი აშენდება“,- განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტს ივანიშვილთან აფილირებული კომპანია „ბლექს სი რივიერა“ განახორციელებს.
მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაში არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე ღია და დახურულ საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და ჩოგბურთის კორტებიც მოეწყობა.
ამ მიზნით, კომპანიამ სახელმწიფოსგან უძრავი ქონება 2 266 500 ლარად შეიძინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss