| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შუა აზია - აზერბაიჯანი - საქართველოს დერეფანის განვითარებისთვის აუცილებელია მართვის ბერკეტების შემოტანა, - მიიჩნევს სატრანსპორტო დერეფანის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.
ექსპერტი ამბობს, რომ დერეფნის განვითარებისთვის TRACEСA-ს ფორმატის გააქტიურება და გადაზიდვების კომპლექსური მართვა უნდა მოხდეს.
„დღეისათვის ცენტრალური აზიის რეგიონში, საიდანაც ხდება ჩვენს დერეფანში ტვირთების გენერირება, ტვირთნაკადები არის სახელმწიფოს მონოპოლიის ქვეშ. სახელმწიფო სტურქტურები განაგებენ ნებისმიერ ტვირთნაკადს - ეს იქნება ხორბალი, ბამბა, ნავთობი თუ თხევადი გაზი. საქართველოს რკინიგზისთვის, რომელსაც თავისი ოპერატიული სამუშაოები აქვს, რთულია სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირება. საკითხების გადასაწყვეტად რიგ შემთხვევაში სტატუსი და სახელმწიფო დონის შეხვედრაა საჭირო, ამიტომ უნდა გადავიდეთ იმ მოდელზე, რომელსაც პან-ევროპულ დერეფნებში ავითარებენ, ეს არის სატრანსპორტო დერეფნებში მართვის ბერკეტების შემოტანა“, - ამბობს ცაგარეიშვილი.
ამ მხრივ კი, ყველაზე მარტივად TRACEСA-ს ფორმატის სგააქტიურება ესახება, სადაც საქართველოს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის სახით, ნაციონალური მდივანიც ჰყავს და ბრიუსელის დახმარებით არაერთი ინიციატივის წარდგენა შეუძლია.
„უნდა შეიქმნას დერეფნის მართვის იდეოლოგია. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ცენტრალური აზიის რეგიონში ტვირთების სტრუქტურის განსაზღვრა, ბაზრის კომპლექსური ანალიზი, რაც უნდა გააკეთოს TRACEСA-ს ბაქოს ოფისმა, სადაც ექსპერტები მუშაობენ. ტვირთების განსაზღვრის შემდეგ მეორე ეტაპზე უნდა მოხდეს ტვირთმფლობელებთან დაკავშირება და შეთავაზების გაკეთება, რა დროში, რა ფასად მოხდება ტვირთის გადაზიდვა. შემდეგი ეტაპია დერეფნის გასწვრივ რკინიგზების და საზღვაო პორტების ჩართულობით მოქნილი ლოგისტიკური ჯაჭვის შექმნა და ბოლოს ხელშეკრულებების გაფორმება“, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ დერეფანში მხოლოდ კონკურენტული ტარიფი არ არის გადამწყვეტი, მასთან ერთად აუცილებელია სტაბილურობა, ტვირთის გადაზიდვის დრო და დაცულობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss