| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ჯგუფი საჰაერო ტრანსპორტს ლიცენზიის მიღებას 15 ნოემბრისთვის ელის, რის შემდეგ საჰაერო ტაქსებით მომსახურებას დაიწყებს.
ყაზბეგში ასაფრენ - დასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის კი, ტერიტორიას იჯარით ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღებს და როგორც ჩეხერია იმედოვნებს, რომ ბილიკის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დაიწყება.
„აჭარა ჯგუფს“ ასაფრენი ზოლის მშენებლობასა და ერთი beechcraft- ის შეძენისთვის 5 მილიონი დოლარი აქვს გათვალისწინებული.
კომპანია ორ კვირაში მეორე თვითმფრინავის შეძენაზეც აფორმებს ხელშეკრულებას, შეთანხმების შემთხვევაში კი მეორე beechcraft-ი თბილისში სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ჩამოვა.
„აჭარა ჯგუფი“ ძირითადად პაკეტური ტურების, ასევე ბიზნეს შეთავაზებების მიმართულებით აპირებს აქცენტის გაკეთებას, ასევე სამედიცინო მიმართულებით აქტიურ მოთხოვნაზე მიუთითებს, საუბარია მაღალშემოსავლიან სეგმენტზე.
„აჭარა ჯგუფი“ სახელმწიფოს დახმარების გარეშე, პირველ ეტაპზე ბაზარზე პოზიციონირებას საკუთარი ძალებით გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss