ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გოცირიძე სებ-ის რეგულაციებით ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას ხედავს
ნინო შუბითიძე
18 ოქტომბერი, 2016, 21:08
გოცირიძე სებ-ის რეგულაციებით ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას ხედავს

თბილისი (GBC) – „რეგულირება, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს ბანკებს და  ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, თუმცა პრაქტიკულად არაფრის მომცემი“, -  სებ-ის  გადაწყვეტილებას რომან გოცირიძე  აფასებს.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსურის სტაბილურობის უზრუნველყოფაში სავალუტო ჯიხურების უდიდეს როლზე ამახვილებს ყურადღებას, ბანკებთან კონკურენციით ჯანსაღი საბაზრო   კურსის ფორმირებაზე, თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ  ბლუმბერგზე ბანკთაშორის  ბირჟაზე კურსს  ორიოდე ბანკი განსაზღვრავს. ბირჟის გარე ვაჭრობა  ერთ-ერთი შემაკავებელი მექნიზმია არასაბაზრო კურსის ფორმირებისა.

გოცირიძე, სებ-ის რეგულირებით,  ბაზრის მოთამაშეების არათანაბარ პირობებში  ჩაყენებაზეც ამახვილებს ყურადღებას, როცა კომერციულ ბანკებში  ვალუტის ყიდვის ხარჯი ჯიხურის შეთავაზებულზე უფრო მაღალია და ასევე ყიდვა-გაყიდვის კურსს შორის სხვაობაც.

რომან გოცირიძე  სებ-ის მიერ  ჯიხურებისთვის  დამატებითი ვალდებულების დაკისრების საფუძველს ვერ ხედავს, აღნიშნავს, რომ  1-2 ჯიხურში საკომისიოს დაწესების ერთეული შემთხვევა არ უნდა გამხდარიყოს სებ-ის გადაწყვეტილების მიზეზი. 

„ეს საქმის კეთების იმიტაციაა ლარის გაუფაურების პირობებში. არსებითად არაფერის იცვლება, მაგრამ ვალუტის ჯიხური  გამოყვანილია დამნაშავედ და  მასზე გადადის  მოსახლეობის გულისწყრომა  პუნქტების ტაბლოზე  არასასიამოვნო ინფორმაციის გამო და არა ქვეყნის არასწორი ეკონომიკური  პოლიტიკის შემოქმედებზე“, - ამბობს რომან გოცირიძე, ის  სებ-ის გადაწყვეტილებას  ვარდების რევოლუციის შემდგომი  რეფორმების საწინააღმდეგო ნაბიჯად აფასებს. სწორედ დერეგულიერებას ემსახურებოდა ჯიხურების ლიცენზირების, დამატებითი ნებართვების და მოთხოვნების  გაუქმება (მინიმალური ფართი ...) ამის შედეგია  სავალუტო პუნქტების  გამართული სახით ჩამოყალიბება,  ამიტომაა რეგულაცია  უკუშედეგების მაპროვოცირებელი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები