ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
,,გადაიხადე 50%“ - წამახალისებელი აქცია დღეიდან ,,რუსთავის წყლის” აბონენტებზეც გავრცელდა
20 ოქტომბერი, 2016, 13:23
,,გადაიხადე  50%“ - წამახალისებელი აქცია დღეიდან ,,რუსთავის წყლის” აბონენტებზეც გავრცელდა

თბილისი (GBC) -  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წამახალისებელი აქცია დღეიდან ,,რუსთავის წყლის” აბონენტებზეც გავრცელდა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და ,,რუსთავის წყალი” დავალიანების მქონე აბონენტებს  2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.

მენეჯმენტის ცნობით, აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.

დავალიანების 50%-ის დასაფარად, მომხმარებელი რეკავს ცხელ ხაზზე - 2 93 11 11 (თბილისი) და 22 00 11 (რუსთავი), ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით.  ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს ქალაქ თბილისში შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში -  ვეკუას ქ. 2, ისნის რაიონში შუამთის ქ.10,  ხოლო ქალაქ რუსთავში - შარტავას ქ. 4.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები