ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დღეიდან ავიაკომპანია POBEDA რეისების შესრულებას იწყებს 
მარიამ მინაძე
1 ნოემბერი, 2016, 14:59
დღეიდან ავიაკომპანია POBEDA რეისების შესრულებას იწყებს 

თბილისი (GBC) - დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00  საათზე რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda პირველ ავიარეისს შეასრულებს და მას კომპანიის წარმომადგენლები ჩამოყვებიან.

ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით როსტოვის მიმართულებით იფრენს.

თბილისის აეროპორტში ნომებერში ფრენებს კიდევ ორი ავიაკომპანია იწყებს, აშხაბადის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით Turkmenistan Airlines და კიევის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით Dart-ი.

ამ ეტაპზე შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 34 ავიაკომპანია.

 შეგახსენებთ, რომ აეროპორტს 2016 წელს ასევე დაემატა 5 ახალი ავიაკომპანია - Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline, Zagros Airlines და 4 ახალი მიმართულება - ისპაჰანი, დამამი, პეკინი და ბაჰრეინი.

მგზავრთნაკადის ყველაზე დიდი წილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის და მას ბაზრის თითქმის 80% უჭირავს. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადის 20% -იანი მატება დაფიქსირდა და გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ  1,725,403 შეადგინა.

მთავრობა 2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 2.2 მილიონამდე ზრდას პროგნოზირებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები