| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რომან გოცირიძეს ბიუჯეტის შემოსავლები გაყალბების „სუნი სცემს“.
ეჭვს ფინანსისტს ხაზინის მონაცემები უმყარებს, ოქტომბერის მონაცემებით 911,1 მილიონი ლარია, მაშინ როცა რეალური შემოსავლები არის 845,1 მილიონი ლარი.
"66 მილიონი ლარი წამატებულია და ოდნავ შელამაზებულია დიდი ჩავარდნა ბიუჯეტის შემოსავლებში. ხარჯები კი გაწეულია ნაშთებიდან და უკანონო შიდა ვალიდან, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია".
„ეს არის შეგნებული გაყალბება მთავრობის ფორმირების წინ თუ ტექნიკური შეცდომა, უნდა განმარტოს ფინანსთა სამინისტრომ", - ნაციონალების ლიდერი პრემიერ კვირიკაშვილის ჩამოთვლილი წარმატებების დადასტურებას ითხოვს, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ჩამორჩენაა გრანტებში, უცხოურ კრედიტებში, პრივატიზაციის შემოსავლებში, არასაგადსახადო შემოსავლებში და ამაში 3 სამინისტროს ადანაშაულებს- ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და ეკონომიკის.
“მთავრობის კურსი ეკლექტურია, ანუ - ბევრის გაკეთება ცოტა რესურსით. მთავრობამ მართლაც ბევრი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. როდესაც კეთდება ბევრი საქმე და შედეგი არ არის, - ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება რესურსების არარაციონალური ხარჯვა. მთლიანობაში გუშინდელი გამოსვლიდან გამოჩნდა, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში საკმარისია ერთი ციფრი დავასახელოთ, - ეს არის ლარის 36 პროცენტიანი დევალვაცია. ჩვენ კარგად ვიცით რა მოსდევს ლარის და ნებისმიერი ვალუტის სწრაფ დევალვაციას“, - განაცხადა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss