| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფაიფურის ფილების მწარმოებელი მოწინავე ირანული კომპანია Apadana Ceramic საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის.
5 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის 117 ნომერში, 17 საათზე შედგება პრეზენტაცია და ოფიციალურად გაიხსნება მაღაზია APADANA CERAMIC, რომელიც სტუმრებს წარუდგენს უახლესი იტალიური ტექნოლოგებით დამზადებულ კედლის და იატაკის ფაიფურის ფილებს.
„საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა განაპირობა ირანსა და საქართველოს შორის არსებულმა მეგობრულმა ურთიერთობებმა და უდიდესი წვლილი ამაში მიუძღვის ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობას და საქართველოს სახელმწიფოს მიდგომას ბიზნესისადმი. აგრეთვე იგეგმება გაფართოება, ინვესტიციების განხორციელება, Apadana-ს მინი ქარხნის გახსნა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმება“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამირთეიმურ თეიმურმა.
მაღაზია აგრეთვე სთავაზობს მომხმარებლებს ZAGROS DERAKHSHAN-ის მრავალფეროვან ფაიფურის ნაწარმს, ასევე ინტერიერის გასაფორმებლად ირანულ ბრენდებს TOOS TILE, SHAYAN, GOLSAR FARS, ARAD PANEL.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss