ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდი სტარტაპ საქართველოს პროექტში განაცხადების მიღებას აგრძელებს
3 ნოემბერი, 2016, 15:12
საპარტნიორო ფონდი სტარტაპ საქართველოს პროექტში განაცხადების მიღებას აგრძელებს

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს.

განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.

15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება.

ფონდის ცნობით, პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. იმ ბიზნეს იდეების ავტორებს, რომლებმაც პროგრამის პირველ კონკურსში შემოიტანეს განაცხადი და ვერ მოიპოვეს დაფინანსება, აქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის შევსების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მეორე კონკურსში, ასევე სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან და დახვეწონ ადრე წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა.

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები