| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში, ირაკლი აბაშიძის N80-ში ახალი კაფე Wake up-ი გაიხსნა, სადაც კლიენტს საკმაოდ სასიამოვნო და მყუდრო გარემოსთან ერთად, არამწეველთათვის განკუთვნილი ზონაც დახვდება.
მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ამ გზით მათ არამწეველებისათვის პრობლემა გადაჭრეს.
"Wake up-ში მწეველები და არამწეველები ერთად „თანაცხოვრებას“ შეძლებენ ისე, რომ ყველას ინტერესი ერთნაირად იქნება დაცული და ყველა მომხმარებელი კაფეში დროს სასიამოვნოდ გაატარებს და რაც მთავარია საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები დახვდებათ" - აცხადებს Wake up- ის მენეჯერი თათია დვალიშვილი.
მისი თქმით, კაფე გათვლილია ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანზე, კაფეს აქვს ვერანდაც, რომელიც ზამთარში გათბობითაა უზრუნველყოფილი.
"ჩვენ უკვე გვყავს ბევრი ერთგული კლიენტი, რომლებიც ამბობენ, რომ კაფეში შემოსვლისას სახლში გრძნობენ თავს, ჩვენი მიზანიც ესაა, შევქმნათ შინაურული გარემო,”- ამბობს დვალიშვილი.
მენიუში ძირითადად ევროპული სამზარეულოა, წარმოდგენილია ქართული კერძები გამორჩეული გემოს ყავა.
”გვაქვს საუკეთესო ყავის აპატარი, რომელიც არაჩვეულებრივ ყავას ამზადებს, ყავის ფასი 3 ლარიდან იწყება, მენიუში მალე დავამატებთ დესერტსაც,”- აცხადებს Wake up-ის მენეჯერი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss