| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნჰენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი საპარტნიორო პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზა გერმანიაში რვა ინსტრუქტორს აგზავნის.
რკინიგზის ინსტრუქტორები ერთკვირიან სწავლებას გაივლიან გერმანიის რკინიგზის სპეციალურ საწვრთნელ ინსტიუტებში - DB training.
როგორც სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, ეს იქნება „დუალური“ მეთოდით სწავლების ტრენინგი, რაც ახლი მიმართულებაა პროფესიულ განათლებაში.
„ჩვენ ამ ხალხს მოვიაზრებთ ასევე ჩვენი სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული სასწავლებლის ინსტრუქტორებად, ცხადია მას შემდეგ რაც ისინი წარმატებით გაივლიან შესაბამის ტესტირებას. გერმანიაში ისინი გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავაფუძნეთ სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული სასწავლებელი, მოვიპოვეთ ათასწლეულის გამოწვევს ფონდის გრანტი. 2,3 მლ. დოლარიის ოდენობით. ჩვენი პარტნიორები ორივე პროექტში არიან DB, „ Training“. ამიტომ მე მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს,“- განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის აგვისტოში საქართველოსა და მიუნჰენის სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა ერთობლივი საპარტნიორო პროექტის განხორციელება დაიწყეს, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და შრომის ბაზრის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტი გაგრძელდება 3 (+3) წლის განმავლობაში და მის ფარგლებში რამდენიმე ეტაპი განხორციელდება. გადამზადდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss