| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ისპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა სამშაბათს, ბრიფინგზე განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ამავე პერიოდისთვის გადამზადდება 1000-მდე სპეციალისტი, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლიდან ამოქმედდეს.
წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აღსანიშნავია ისიც, ინტერესთა კონფლიქტის გამო, რომ საკონსულტაციო კომპანია ვერ ჩაერთვება ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების შექმნაში.
განისაზღვრება შემოწმების ღირებულების ზედა ზღვარი, რომლის ქვემოთაც სხვადასხვა ცენტრებს შეეძლებათ მომხმარებელს მომსახურება კონკურენტულ ფასად შესთავაზოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღეისათვის აკრედიტებულია 24 ინსპექტირების ორგანო, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირების განხორციელება, თუმცა ეს არასაკმარისია და შესაძლოა მათი რაოდენობის გაორმაგებაც იყოს საჭირო.
შეგახსენებთ, მთავრობამ უკვე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად, რომელიც დაეხმარება ქვეყანას პერიოდული ინსპექტირების დანერგვაში.
ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო კომპანია წლის ბოლომდე შეირჩევა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss