| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ახალ რესტორანს და ტერასას ხსნის სახელწოდებით „ეთიმ“.
ოფიციალური გახსნა, სამშაბათს 18:30 საათზე გაიმართება.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ წამოწყებით, ბაზარზე გაჩნდება საუკეთესო თურქული რესტორანი მაღალი კლასის მომსახურებითა და ტრადიციული თუქული კერძებით, როგორც ადგილობირვი მოსახლეობისთვის ასევე თურქი და საერთაშორისო მოგზაურებისთვის.
რესტორანი „ეთიმის“ კონცეფცია მოიცავს თურქული დიზაინის მსუბუქ შტრიხებს და ტრადიციული თურქული მომსახურების სტილს. მთავარი მენიუ თურქმა შეფ-მზარეულმა ფატიჰ ილმაზმა შეიქმნა, რომელიც სპეციალურად „რადისონ ბლუ სტამბულიდან“ ჩამოვიდა ბათუმში.
" იმისათვის რომ შეგვენარჩუნებინა საკვების მაღალი ხარისხი და თუქული სტანდარტები რესტორანს დავამატეთ ისეთი აღჭურვილობები როგორიცაა: ქვის და გაზის ღუმელი, ქვის გრილი, გავაკეთეთ ტრადიციული ყავის კუთხე და აირანის მოსამზადებელი მანქანა. დამატებითი მცირე შტრიხები ინტერიერის დიზაინში კი მყუდრო თურქულ ატმოსფეროს შეგიქმნით“ - აღნიშნავს სასტუმროს მენეჯერი ნადინ ფერნბახერი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss