ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლისის პროექტისთვის თიბისიმ განსაკუთრებული პირობით ლარის სესხები გამოიტანა
  ნინო შუბითიძე
8 ნოემბერი, 2016, 16:20
ლისის პროექტისთვის თიბისიმ განსაკუთრებული პირობით ლარის  სესხები გამოიტანა

თბილისი (GBC) - მწვანე ქალაქში ბინის შესაძენად მინიმალური დანაზოგიც საკმარისია. 

თიბისიმ ლარის იპოთეკური სესხის საუკეთესო შეთავაზებაზე  განაცხადა,  10 %-იანი თანამონაწილეობით. სესხი მწვანე ქალაქი ერთადერთია 80% მწვანე საფარით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავნერგოთ ახალი, ჯანსაღი ცხოვრების სტილი საქართველოში. ჩვენ ვთავაზობთ არა მარტო კომფორტს, უმაღლეს ხარისხსა და სერვისს, არამედ სიმშვიდეს, სიმწვანეს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ოჯახებს, ვისთვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი პრიორიტეტულია, ჩვენთან საუკეთესო არჩევანის გაკეთება შეუძლიათ,“ -  განაცხადა  ნოდარ ადეიშვილმა „ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი.

მწვანე ქალაქი ლისზე უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში არსებული ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Award-ის გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციაში.

 „მსესხებელი, ვინც ბინის ღირებულების პირველად შენატანს 10 %-ს გადაიხდის, დანარჩენს ჩვენგან მიიღებს იპოთეკური სესხის სახით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს ჩვენს იპოთეკურ ცენტრში, მასზე მორგებული პირობებით შეიძინოს ბინა და აიღოს იპოთეკური სესხი,“ -  განაცხადა თიბისი ბანკის საცალო სესხების განყოფილების უფროსმა  ნინო ყაჭეიშვილმა.

თიბისი ბანკი მსესხებლის შემოსავალს გამარტივებული წესით შეისწავლის. არარეზიდენტი პირებისთვის ვადა 60 თვემდე გახანგრძლივდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები