| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტში პირველი კონკურსის გამარჯვებულების დაფინანსება დაიწყო.
პირველ კონკურსში გამარჯვებულ 36 პროექტიდან 8 ბიზნეს პროექტთან ფონდმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა, პროექტები 586 700 ლარით დაფინანსდა.
დაფინანსებულ პროექტებს შორისაა „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში“; „დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება/რეალიზაცია“; „ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება“; კლინიკა ონლაინ“; Tripplanner; Wingo; Georgian Toys Factory; CARGOHUB.
სხვა გამარჯვებულ პროექტების ავტორებთან მიმდინარეობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი.
თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება, რის შემდეგ ბიზნეს პროექტის განხორციელება დაიწყება. პროექტების დაფინანსება ხორციელდება პარტნიორთა შეთანხმების ყველა პირობაზე მოლაპარაკების და „სტარტაპ საქართველოსა“ და პროექტების კერძო მფლობელებს შორის ხელმოწერის შემდეგ.
პარალელურად, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ახალი ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა,შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.
15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss