ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს
9 ნოემბერი, 2016, 13:50
აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

თბილისი (GBC) - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომხმარებელთა კმაყოფილების დონისა და მომსახურების ხარისხის კვლევას აგრძელებს. 

კვლევის მიხედვით რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასება მიმდინარეობს.

კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში.

კვლევისას გამოკვეთილ ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი წლის ბოლოს წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2016“.

ობიექტების შეფასებისას მთავარი პროცენტული მაჩვენებელი უჭირავს სამენოვან ონლაინ გამოკითხვას, რომელის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება პირველ დეკემბრამდე დააფიქსიროს. კითხვარი განთავსებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდსა Gobatumi.com (goo.gl/ZxiiD2) და facebook გვერდზე visitbatumi.

გარდა ამისა, კითხვარის ბეჭდური ვერსია გადანაწილებულია რეგიონში არსებულ ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, სადაც მომხმარებლების უმრავლესობა უცხოელი ტურისტია.

ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შეფასებისას ონლაინ გამოკითხვას ემატება ტურისტული სააგენტოების, სექტორში მოქმედი კერძო კომპანიების გამოკითხვები და სოციალური მედიაში (booking.com, tripadvisor, facebook) გავრცელებული შეფასებები.

ტურისტული სააგენტოს შეფასებისას კი სასტუმროების, რესტორნებისა და სატრანსპორტო კომპანიების გამოკითხვა.

კითხვარის შევსება შესაძლებელია არსებულ ბმულზე - goo.gl/ZxiiD2

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები