| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხუთშაბათს, ლარის მკვეთრი ვარდნის გამო მედიასთან კომენტარი გააკეთა.
კობა გვენეტაძე ამბობს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის დროს ძალიან რთულია მოკლევადიან რყევებზე გაკეთდეს კომენტარი.
აღნიშნა, რომ ვალუტის კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგებები და მოლოდინები, მათი გათვალისწინებით იქნება გაუფასურებები, ასევე გამყარებები, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარს ექნება გამყარების ტრენდი.
ქვეყნის მთავარმა ბანკირმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სებ-ის ინტერვენციები ხორციელდება მხოლოდ მაშინ როდესაც არ არის კურსზე ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა და არის გარკვეული მოლოდინები. რაც შესატყვისია ეროვნული ბანკის სტრატეგიისა. აღნიშნა, რომ წინა წლებში გაცლებით დიდი მოცულობით ტრანზაქციები ხდებოდა.
გვენეტაძემ არც სამომავლოდ გამორიცხა ბაზრისთვის ვალუტის მიწოდება, თუკი ამის საჭიროება იქნება.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს, ლარი აშშ დოლარის მიმართ 2 თეთრზე მეტად დაეცა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4773 ლარი შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss