| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი - BASF-ი შემოდის, - კომპანიის რეგიონული ოფისის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა BASF-ის მენეჯმენტს, განსაკუთრებით პირველ ვიცე-პრეზიდენტ ლორენ ტენტურიეს რეგიონული ოფისისთვის საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ცხადყოფს საქართველოს წინსვლას, რომელსაც საფუძვლად უდევს მთავრობის ეფექტიანი რეფორმები.
„სასიხარულოა, რომ კომპანია BASF-მა სათანადოდ შეაფასა საქართველოს მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა და, ზოგადად, ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო და გადაწყვიტა წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში - ბიზნესის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მნიშვნელოვან ცენტრში. ეს ფაქტი ასევე უსვამს ხაზს ჩვენი ღია და ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნის მიღწევებს, რომელიც იზიდავს ინვესტორთა მზარდ რაოდენობას და სთავაზობს მათ ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. BASF-ი არის დიდი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი კომპანია, რომლის წარმოებისა და გადამუშავების შთამბეჭდავი პორტფელი მოიცავს ბევრ ძირითად სეგმენტს, მაგალითად, ქიმიურ ნივთიერებებს, ფუნქციური მასალები და ხსნარები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ხსნარები, ნავთობი და ბუნებრივი აირი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალი წამოწყება რეგიონში, კომპანიას კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.
„საქართველოს სჭირდება თქვენნაირი ინვესტორები - კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის კარიბჭის როლს, რომელიც წარმოადგენს ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ახალი აბრეშუმის გზის ნაწილს. თქვენი შემოსვლა ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და მარეგულირებელი გარემოს მაღალი ხარისხის დასტურს. საქართველოს მთავრობა გეგმავს თავისი ეფექტიანი რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გაგრძელებას და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას “,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომპანია, ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში, მსოფლიოში ლიდერია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss