ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ახალი საინვესტიციო კომპანია სტარტაპებს დააფინანსებს
11 ნოემბერი, 2016, 11:49
ახალი საინვესტიციო კომპანია სტარტაპებს დააფინანსებს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია "საქს ინვესტმენტი" საქართველოში სტარტაპების დაფინანსების შესახებ აცხადებს. 

კომპანია საქართველოში პირველ ოფისს თბილისში ი.აბაშიძის #61-ში 12 ნოემბერს გახსნის.

"საქს ინვესტმნეტი" საერთაშორისო კორპორაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს. საერთაშორისო ორგანიზაცია შესაძლებლობას აძლევს სტარტ აპებს დაიწყონ, ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი. კომპანია ხელს უწყობს კომპანიებს, რათა გახდეს კონკურენტუნაიანი ბაზარზე თავის სექტორში. საქს ინვესტმენტი თანამშრომლობს კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო ქსელის გაფართოვებას.

"კომპანია ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენ ვცდილობთ მათთვის საქართველოს ბაზარი მომგებიან და საინტერესო საინვესტიციო სექტორად წარმოვაჩინოთ, რითაც ხელი შეეწყობა სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოხდეს დამატებითი კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას. ეს კი, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს საქართველოზე, ქვეყანაზე, სადაც სარფიანი საინვესტიციო გარემოა ყველასთვის", - აცხადებს  კომპანიის წარმომადგენელი ამირან აზალაძე. 

საინვესტიციო კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალშია: ფინანსური განათლება; ფინანსური კონსულტაცია; საინვესტიციო მომსახურება; საბროკერო მომსახურება; ტექნიკური და პროგრამული მომსახურება.

"საქს ინვესტმენტის  დაფუძნებულია 7 წლიან გამოცდილებაზე და მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია წარმოდგენილია აზიის, ევროპის, ავსტრალიის და აფრიკის კონტინენტებზე. კომპანია ფლობს აქტივებს, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ერთ-ერთ უმსხვლეს ბანკში.

ამასთან, კომპანია არ არის დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, რაც მათი შეფასებით, ხელს უწყობს მოზიდული კაპიტალის უსაფრთხოებას და მეტ დაცულობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები