| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “საქართველოს ბანკისთვის“ დიდი შენაძენი, - რამაზ კუკულაძის „საქართველოს ბანკში“ დაბრუნებით ტარიელ გვალია (დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი) თიბისისთვის ახალ გამოწვევებს ელის.
მისი შეფასებით, ბიზნესმიმართულებების გამიჯვნა და საშუალო/მცირე ბიზნესსეგმენტის რამაზ კუკულაძესთვის ჩაბარება საუკეთესო გადაწყვეტიელებაა ბანკის პოზიციონირებისთვის.
ბანკირი აღნიშნავს, რომ დღეს საცალო სექტორი პასიურია, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შესუსტების, ასევე ლიმიტირებული ინვესტიციების გამო და აგრარული სექტორის დაფინანსებაც მცირეა, სასარგებლო, თუმცა მთლად დახვეწილი ინსტრუმენტის არარსებობის გამო.
გვალია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თანასუბსიდირების აღნიშნული მოდელი ყოველთვის ქმნის უყაირათო ხარჯვის რისკს, თუმცა პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან საუკეთესოების გამოკრისტალებას უწყობს ხელს.
გვალიას ეკონომიკის გამწევად ამ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესი ესახება, ამასთან, მშპ-სთან აგრარული სექტორის მოკრძალებული თანაფარდობის შენარჩუნება. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა აბსოლუტურ მოცულობაში უნდა გაიზარდოს, რომ იმპორტი დააბალანსოს.
ბანკი რესპუბლიკის (Societe General) გენდირექტორის მოადგილის რამაზ კუკულაძის BGEO-ში მისვლა GBC-იმ უკვე დაანონსა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss