| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 10 ნოემბერს, მედია ჰოლდინგმა “Georgian Times” და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-მ წლის შემაჯამებელი ბიზნეს-რეიტინგის მე-17 ცერემონიალი გამართა, სადაც საქართველოში მოღვაწე საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ.
ბიზნესის ეროვნული ჯილდო გადაეცა კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს შემდეგ ნომინაციებში: ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელი; საუკეთესო ავტოგასამართი სადგურებისა და ინფრასტრუქტურის მქონე კომპანია; უმსხვილესი დამსაქმებელი.
ბიზნესის ეროვნული ჯილდო ასევე გადაეცა კომპანია სოკარ ჯორჯია გაზს შემდეგ ნომინაციებში: განვითარების საუკეთესო სტრატეგია; საუკეთესო მომსახურება; ყველაზე ინოვაციური კომპანია.
წლის საუკეთესო ინვესტორის ჯილდო გადაეცა ყულევის ნავთობტერმინალს.
მე-17 შემაჯამებელი ბიზნეს რეიტინგის გრანპრი - 2015-2016 წლის საუკეთესო კომპანიის წოდება და ჯილდო, ხმათა უმრავლესობით მიიღო სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა.
საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობდნენ მონაწილეობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss