ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GWP თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
11 ნოემბერი, 2016, 18:26
GWP თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

თბილისი (GBC) - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს.

ამ კვირაში კომპანიამ   ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის და მუხრანის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეიცვალა 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. შედეგად დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ვაკის რაიონში - წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 725 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება. 

საბურთალოს რაიონში -  სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დასრულების ფაზაშია. წყალარინების 350 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში - ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.  წყალარინების ქსელის 325 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ისნის რაიონში - დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, წყალარინების ქსელის 250 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში - ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, წყალსადენის ქსელის  5 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები