ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი ლარის გასამყარებლად რეგულაციებს აანონსებს
13 ნოემბერი, 2016, 21:39
პრემიერი ლარის გასამყარებლად რეგულაციებს აანონსებს

თბილისი (GBC) - პრემიერი ლარის დასტაბილურებისა და გამყარებისთვის რეგულაციებს აანონსებს.

რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად პრემიერმა დაკონკრეტება არ ისურვა. 

ლარის მორიგი ვარდნა კი, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დიდ მოცულობას დაუკავშირა.

“დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტის მიმართულებით, რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამოა, სწორედ ის რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურსის დასტაბილურება მოხდება", - განაცხადა პრემიერმა, თქვა, რომ რამდენიმე დღეში ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში მოხდება ახალი ნაბიჯების გახმოვანება,  რეგულაციების კუთხით, რომ "ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას, დასტაბილურებას“.

საზოგადოებისთვის ექსპორტ- იმპორტის მხოლოდ 9 თვის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვით იმპორტი С ჰეპატიტის პროგრამის გარეშე 3%-ით არის შემცირებული, ექსპორტი 8%-ით. 

უახლესი, 10 თვის სტატისტიკის წინასწარი მაჩვენებლები 14 ნოემბერს გახდება ცნობილი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები