ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
KFW პროექტის ფარგლებში აჭარის წყლის ალიანსი შეიქმნა
15 ნოემბერი, 2016, 12:36
KFW პროექტის ფარგლებში აჭარის წყლის ალიანსი შეიქმნა

თბილისი (GBC) - აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სს „აჭარის წყლის ალიანსი“ შექმნის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და ექვსივე მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოაწერეს ხელი.

„ალიანსი“ აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს. სს „აჭარის წყლის ალიანსი“ კონსულტანტის ფუნქციებს შეითავსებს და მუნიციპალიტეტებს პრიორიტეტების განსაზღვრასა და სხვა საქმიანობაში დაეხმარება.

„ალიანსის“ მფლობელობის პროცენტული მაჩვენებლები, უცხოური კომპანიის შესაბამისი კვლევის საფუძველზე, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით გადანაწილდა:  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 26%, ბათუმი - 34%, ქობულეთი - 17%, ქედა - 4%, შუახევი - 3%, ხულო - 5%, ხელვაჩაური - 11%.

ზოგადად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ეფუძნება (Feasibility Study), რომლის (Feasibility Study) ღირებულება 0,5 მილიონი ევროა და ის 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, წყლის სისტემების სამშენებლო პროცედურები დაიწყება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები