| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აჭარის განთავსებისა და კვების ობიექტებში მომსახურების ხარისხის კვლევა უკვე დასრულდა და ახლა შედეგების ანალიზი მიმდინარეობს.
რეგიონში მოქმედი ტურისტულ ობიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის სერვისის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნოემბრის ბოლომდე იგეგმება.
მიმდინარე წელს, „იდუმალი სტუმრი“-ს მეთოდით სერვისის ხარისხი 150 რესტორანსა და სასტუმროში დადგინდა.
კვლევის შედეგად 90 სასტუმროს პერსონალი შემოწმდა თუ როგორი ემსახურებიან მომხმარებლებს და როგორია სასტუმროს ვიზუალური მხარე, რამდენად სუფრთა და აღჭურვილია ნომერი.
აჭარაში არსებულ 60 კვების ობიექტში კი მომსახურების ხარისხი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა: რესტორნის ატმოსფერო და ჰიგიენა, პერსონალის მომსახურების კულტურა, კერძების ხარისხი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, დაჯავშნის სისტემა და მარკეტინგი.
„წინა წლის, იდუმალი სტუმრის შედეგების განაალიზება ჩვენ დაგვეხმარა გაგვეგო თუ რა ტიპის პრობლემები იყო მომსახურების სფეროში. შედეგად, დეპარტამენტში მიმდინარე წელს, განვახორციელეთ სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის პროექტი. ყოველკვირეული შეხვედრებისას, სასტუმროებისა და რესტორნების პერსონალს ვუტარებდით რამდენიმე საათიან ტრენინგებს მომსახურების სტანდარტების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა „იდუმალი სტუმრის“ კვლევისას გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრას. თუ როგორი შედეგი მივიღეთ და რამდენად შეიცვალა მომსახურების ხარისხი წინა წლებისგან განსხვავებით მალე გახდება ცნობილი,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss