| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ქართული ღვინისთვის 70-მილიონიანი ჰუნანის პროვინციის ბაზარი იხსნება.
ჩინეთში, ქალაქ ჩანშაში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, სიდიდით მე-3, სადაც ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი.
ჰუნანის პროვინციიდან ქართული ღვინის იმპორტით დაინტერესებულნი არიან, რომლებიც საქართველოში პარტნიორების მოსაძიებლად 2017 წლის დასაწყისში ჩამოვლენ.
ჩინეთში ჩასულმა საქართველოს დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრებიც გამართა.
ღვინის სააგენტოს თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში ღვინის ცენტრში (ბირჟა) ქართული ღვინის სივრცეც გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 10 კომპანიაა წარმოდგენილი.
„შანხაის ღვინის ბირჟა მსოფლიოში ღვინის პროფესიონალური სადილერო ორგანიზაციაა და ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია პრესტიჟულობის, ასევე გაყიდვების თვალსაზრისით, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
სამინისტროსა და Silk Road Chamber of International Commerce-სთან ზაფხულში გაფორმებული მემორანდუმით, ღვინის ცენტრში (Shanghai Free Trade Zone Wine Exchange Center) ქართული ღვინის ეროვნული კუთხი მოეწყობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss