ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფინანსისტი: ვალუტის შეზღუდვის ნებისმიერი ინსტრუმენტი განწირული რეგულაციაა  
ნინო შუბითიძე
15 ნოემბერი, 2016, 16:44
ფინანსისტი: ვალუტის შეზღუდვის ნებისმიერი ინსტრუმენტი განწირული რეგულაციაა  

თბილისი (GBC) –   საფინანსო სექტორი მთავრობისგან  ლარის გაუფასურების მიზეზების დეკლარაციასთან ერთად  გამოსავალს ელის.

ფინანსისტები  მოკლევადიან პერიოდში ლარის  დაკრედიტების სტიმულირებისთვის  მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ხედავენ- ლარის აქტივის ჰეჯირების  ინსტრუმენტით  კურსის ცვლილების რისკის დაზღვევას, თუნდაც ნაწილობრივ, მცირედი სუბსიდირებით.

ვასილ რევიშვილი ვალუტის შეზღუდვის ნებისმიერ ინსტრუმენტს განწირულ რეგულაციად აფასებს. სავალუტო დაკრედიტების  ბარიერი ეკონომიკას დაარტყამს (მთავრობის განცხადებაში აქცენტი  ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზეც არის გაცხადებული),  ეს გამოსავალი არ არის, თანაც  რეგულაციების  გამკაცრების შემდეგაც,  ბანკში ბუნებრივად  მაინც გამოიძებნება   უცხოურ ვალუტაში გასაცემი  სესხის რესურსი. ამასთან, აკრძალვითი მექანიზმი არასდროს მუშაობს და მხოლოდ  რეგულატორს  დაუკარგავს ნდობას. 

საბანკო სექტორის ლობისტები, სარეზერვო მოთხოვნის მორიგი შემცირებით, ლარის სესხების წახალისებაში აზრს ხედავენ, მიაჩნიათ, რომ  ივნისის ცვლილებამ იმუშავა  და  მორიგიც სასარგებლო იქნება.

როგორც იცით, სებ-მა წელს სავალუტო რესურზე ბანკებს სარეზერვო მოთხოვნა გაუზარდა.  16 ივნისიდან ბანკების მოზიდულ სახსრებზე დასაფარი ნაშთი  ახალი წესით  ანგარიშდება.

ლარში მოზიდულზე 10%-იანი სარეზერვო მოთხოვნა 7%-მდე შემცირდა, უცხოურ ვალუტაში 15%-დან 20%-მდე (1 წლამდე ) და 5%-დან 10%-მდე (1-დან 2 -წლამდე) გაიზარდა.

დედოლარიზაციის ხელშეწყობაა სებ-ის ნაწილში სავალუტო ფონდის ერთადერთი რეკომენდაციაც.

ფრანსუა პეჰშო უცხოურ და ლარით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის განაკვეთებს შორის სხვაობის  გაზრდის მომხრეა.  სავარაუდოდ, სუბსიდირების არ მოიწონებს, რადგან  ისედაც ბიუჯეტის  დეფიციტს იმაზე მეტს პროგნოზირებს (6%), ვიდრე  მთავრობას ესახება (4%) და "ესტონური მოდელის" უარყოფი ეფექტის დაბალანსების სქემას ითხოვს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები