ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
6 თვეში საქართველომ $484  მილიონით მეტი ისესხა ვიდრე გადაიხადა
17 ნოემბერი, 2016, 11:45
6 თვეში საქართველომ $484  მილიონით მეტი ისესხა ვიდრე გადაიხადა

თბილისი (GBC) - წლის პირველ ნახევარში საქართველომ ვალის დაფარვა/მომსახურებისთვის 702 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა 484,3 მილიონით მეტი ისესხა.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არსებული სტატისტიკით 2016 წლის 6 თვის გადახდებია:

სამთავრობო სექტორმა 117,4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა და ამავე პერიოდში 137,6 მლნ აშშ დოლარი ისესხა;

ეროვნულმა ბანკმა 7,9 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, ახალი სესხი არ აუღია;

საბანკო სექტორმა 326,6 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა და 440,4 მლნ აშშ დოლარი ისესხა;

საწარმოებმა 111.1 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა და ამავე პერიოდში 239,7 მლნ აშშ დოლარი ისესხა;

რაც შეეხება კომპანიათშორისო სესხებს, ანუ სესხებს პირდაპირ ინვესტორებსა და საკუთარ კომპანიებს შორის, 2016 წლის პირველ ნახევარში 144,3 მლნ აშშ დოლარი ისესხეს. ამავე პერიოდში გადაიხადეს 139,3 მლნ აშშ დოლარი, გარდა ამისა 693 მლნ აშშ დოლარი გადატანილი იქნა სააქციო კაპიტალში.

ციფრები მოწმობს, რომ მთლიანი საგარეო ვალის წმინდა ცვლილებამ -208,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა სააქციო კაპიტალში გადატანილი (693,0 მლნ აშშ დოლარი) ვალდებულების გათვალისწინებით.

აქედან გამომდინარე, წლის პირველ ნახევარში საგარეო ვალის აღებამ გადახდებს 484,3 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა .

ეროვნული ბანკის სტატისტიკით ერთ წელზე ნაკლებ ვადაში გადასახდელი თანხების მოცულობა გადახდის გრაფიკის მიხედვით 2016 წლის 6 თვის მონაცემების შესაბამისად შეადგენს 4,4 მილიარდ აშშ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ 1 წელზე ნაკლებ დროში გადასახდელი თანხების მოცულობა 2012 წლიდან დიდად არ იცვლება და 4,7-4,8 მლრდ აშშ დოლარის დიაპაზონშია.

ამასთან, ამ თანხიდან პრაქტიკულად არ ხდება დეპოზიტებისა ($1.5 მილიარდი) და ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდა ($0.8 მილიარდი). სავაჭრო კრედიტების ($0.7 მილიარდი) გადახდა ნაწილობრივ (დაახლოებით ნახევრის) ხდება საქონლისა და მომსახურების მიწოდებით. ხოლო დარჩენილი თანხა 1.5 – 1.8 მილიარდი აშშ დოლარი გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხები და სავალო ფასიანი ქაღალდებია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალი ვალდებულებების აღება უმეტესწილად ჭარბობს გადახდას.

შეგახსენებთ, საგარეო ვალი 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 15 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები