| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მასპინძლობს, რომელსაც ქართველი ოფიცრები უძღვებიან ( კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვა, კოორდინირება და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები).
პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უპრეცედენტოა ფაქტია, რომ ასეთი დონის სწავლებას ნატოს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა - საქართველო ატარებს. ეს ფორმატი ქართველ სამხედროებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს პროცედურების შესაბამისად, განავითარონ პროფესიული უნარები.
ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ჩართულია 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის - თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგიის სამეფო, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები - უკრაინა და მაკედონია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss