| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ქართული ღვინო რიგასა და ტალინში, ამჯერად Wines of Georgia -ს ფარგლებში წარსდგა.
დეგუსტაციას ღვინის სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია გაუძვა.
პრეზენტაციებს ადგილობრივი და უცხოელი იმპორტიორები, სომელიეები, რესტორნების მეპატრონეები, ღვინის კლუბის წევრები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ტალინში ერთ-ერთი პრეზენტაცია ესტონეთის სომელიეთა სკოლაში გაიმართა.
ბოლო 2 წლის სტატისტიკაზე გამახვილდა ყურადღება, ლატვიაში ქართულ ღვინოზე საგრძნობლად გაზრდილ მოთხოვნაზე. ქვეყანა პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების (ჭაჭა, ბრენდი) იმპორტის მოცულობით.
დეგუსტაციებში 8 კომპანიის ( „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „თელა“, „ვაინმენი“, „მათრობელა ვაინსი“, „კახური“ და BGW) ღვინო მონაწილეობდა.
ლატვია და ესტონეთი საექსპორტო ბაზრების ათეულში შედის. იანვარ-ოქტომბერში 1.5 მლნ ბოთლია გატანილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss